სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2019
ყველა დაკავებულის საქმე ერთ მოსამართლე ვალერიან ფილიაშვილს აქვს ჩაბარებული.36-ვე პირის სასამართლო პროცესი დღეს, 20 ნოემბერს 13:00 საათიდან სხვადასხვა დროს გაიმართება.პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, მეშვიდე დღეა პარლამენტის შენობის წინ აქციები იმართება. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა აქცია და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრალდებით 37 პირი დააკავა. დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი სამართალდამცველი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია