სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2019
კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.„დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა უწყების საქმიანობასა და მანდატს თანასწორობის მიმართულებით, ასევე სტუდენტებს ვაჩვენეთ ვიდეოები, რომლებიც მომზადდა კამპანიის ფარგლებში და შეეხება თანასწორობასა და ტოლერანტობას“, – ამბობს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელი ნინო გობრონიძე „ჩვენს რეგიონში ხშირად არ გვაქვს შესაძლებლობა რამდენიმე უწყების წარმომადგენელს მოვუსმინოთ ასეთ მნიშვნელოვან თემებზე, ვინაიდან სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს თანასწორობის დაცვის მიმართულებით, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარებას ხელი შევუწყოთ“ - ამბობს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში სალომე ყულჯანიშვილი.კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“, ევროპის საბჭოს ინიციატივით საქართველოში პირველად ხორციელდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიება საქართველოს მასშტაბით სადაც ახალგაზრდებს, საჯარო მოხელეებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ თანასწორობის მნიშვნელობასა და არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე.კვირეულის ფარგლებში შეხვედრები ტარდება როგორც თბილისში ისე რეგიონებში.[რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია