სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბორჯომში 11 სახერხი საამქრო დააჯარიმა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2019
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივნისი-ოქტომბრის პერიოდში ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 32 საწარმო შეამოწმეს. „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სხვადასხვა სახის დარღვევების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათ კოდექსის შესაბამისად, ჯარიმა დაეკისრა 15 საწარმოს, რომელთაგან 11 სახერხი-საამქროა. მათი უმრავლესობა ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევისა და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშვებისთვის დაჯარიმდა. იმ საწარმოების გარდა, რომლებიც დეპარტამენტმა დააჯარიმა, ბორჯომის მასშტაბით კიდევ 12 სახერხის საქმეს სასამართლო განიხილავს. რაც შეეხება ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ დარღვევებს სხვა საწარმოებში, ასეთი ოთხი ფაქტი გამოვლინდა.სოფელ ანდეზიტში სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი ორი საამქრო დაჯარიმდა.მათგან ერთმა, მიწის დაბინძურება, დეგრადაციის ან სხვაგვარი გაუვარგისებისა და მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენებისთვის - 800 ლარიანი ჯარიმა მიიღო. რაც შეეხება მის მიერ გარემოზე მიყენებულ ზიანს, მან 190 ლარი შეადგინა.სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი მეორე საამქრო, კი რომელიც ასევე ანდეზიტში მდებარეობს 500 ლარით დაჯარიმდა. ჯარიმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობამ გამოიწვია. 1000 ლარი ჯარიმა მიიღო გამაჯანსაღებელი და მზის აბაზანების მისაღებმა კომპლექსმა შპს „პარკ ჰოტელმა“. კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებულმა ზიანი 229 ლარი შეადგინა. ჯარიმა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობამ, ასევე წყლის ობიექტების დაბინძურებამ, დანაგვიანებამ, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრამ გამოიწვია.საერთო ჯამში შემოწმებული 32 საწარმოდან 15 მათგანი დაჯარიმდა, თანხამ კი 19 550 ლარი შეადგინა. [თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია