26 ნოემბერს, 15.00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელშეწყობით კანადელი მკვლევარი ჰელენ ტრემბლი შეხვედრას გამართავს.
მკვლევარი თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრებს და შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის.
თელავის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰელენ ტრემბლიმ 112 ქვეყანაში იმოგზაურა და 141 ოჯახის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება გაიზიარა. მან მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში თავისი საინტერესო მოგზაურობის შესახებ შეხვედრები გამართა.