გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეუთო-ს გენმდივანი: იმედი მაქვს, დაკავებული ექიმი უახლოეს ხანში საყვარელ ადამიანებს დაუბრუნდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2019

ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იმედოვნებს, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

"იმედი მაქვს, დაკავებული ქართველი ექიმი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ჰუმანიტარული მიდგომა დაკავების ყველა შემთხვევის მიმართ უმთავრესია",- წერს ტომას გრემინგერი.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამდენიმე დღის განმალობაში ოკუპანტების მიერ არის დაკავებული. ოკუპირებულ ცხინვალში მას 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია