ქართული ოცნების დეპუტატი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის პიკეტირება მაღალი სტანდარტით დაშალეს. ამის შესახებ მან მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა.
"თქვენ ნახეთ, რომ, ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს პიკეტები და ბლოკირებები, იმდენად სუფთად და მაღალი სტანდარტით იყო ამ შემთხვევაში", — განაცხადა ნუკრი ქანთარია.
რაც შეეხება პარლამენტის ბლოკირების ახალ გეგმას, დეპუტატი ამბობს, რომ ეს არ გამოვა:
"მათ ახლა მოინდომონ პარლამენტის ბლოკირება, რომ სესიები არ ჩატარდეს და შეფერხდეს მუშაობა და განსაკუთრებით ვამბობ, რომ ბიუჯეტის მიღება სერიოზული რამეა. ეს უნდათ, რომ ამ სიბრტყეში გადაიტანონ... ეს ვერ გამოვა. რამდენად არიან ისინი მზად, აი, ამ ძიძგილაობისთვის ერთმანეთთან ჭყლეტისთვის, ეს სხვა რამეა".