შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზაზა ოქუაშვილი - „ტერორშია თავისუფალი სიტყვა ტერორშია ბიზნესი"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2019
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
 
„ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა, კვლავინდებურად აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს! კვლავ მიდის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ართმევს ადამიანებს კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატონ განსხვავებული აზრი!
 
არ გაეგებათ, რომ ყველა ძალადობრივი რეჟიმი თავის არსებობას ამთავრებს კრახით. ივანიშვილის რეჟიმის მოხელეთა მსხვერპლია მთელი ქვეყანა, მისი ყველა სფერო, ტერორშია თავისუფალი სიტყვა, ტერორშია ბიზნესი, ტერორშია სამართალი. სჯობს, ახლა მაინც გამოიჩინოს კეთილგონიერება ივანიშვილის ხელისუფლებამ და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება!
 
ქვეყანა მხოლოდ კანონიერი და მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს. სიმართლის და თავისუფალი საქართველოს გამარჯვება ყოველთვის გარდაუვალია. ჩვენზე კი დამოკიდებულია ქვეყნისთვის სასიკეთო, დროული შედეგი, დრო ხომ ყველასთვის ყველაზე ძვირფასია. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს,“ - ნათქვამია ოქუაშვილის საგანგებო განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია