შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში, არ გიტყდება?!" - ნანუკა ჟორჟლიანის მიმართვა ბერას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ნოემბერი 2019

ტელწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გგა მაქარაშვილისთის, ზუკა ბეძენიშვილისა და სხვა სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ბერას სოციალური ქსელით მიმართავს:

„მახსოვს, ნამდვილებს ეძებდი 2012 წელს. ვისაც დიქტატურის დამარცხების ძალა, სურვილი და ერთი ადგილი ექნებოდა და აჰა, აგერ, ორი ნამდვილი პატრიოტი ბიჭი გიპოვე. ქვეყანა უყვართ, რუსებს ვერ ეგუებიან სამშობლოს საჭესთან. ციხეში მხოლოდ იმიტომ გაუშვეს რომ ერთს, ოლიგარქისთვის შეუგინებია, მეორეზე თავადაც ვერ ჩამოყალიბდნენ. საერთოდ, არ მგონია, მამის შეცდომაზე გთხოვ ახლა პასუხს, იმიტომ რომ შენ იყავი მისი კამპანიის ერთ-ერთი სახე და ახლა როგორც „ნამდვილი“ კლიპების შემქმნელს, მოგმართავ, საერთოდ არ გიტყდება?! შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში?!“- წერს ჟორჟოლიანი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია