შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ოცნება არის ჭუჭყი, რომელიც უნდა ჩამოვირეცხო’ – გედევან ფოფხაძე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ნოემბერი 2019
დღეს, 21 ნოემბერს გედევან ფოფხაძემ პარლამენტში განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი დატოვა. მისი თქმით, სხდომების გაცდენის გამო, მხოლოდ მას აჯარიმებენ.„არ მაფრთხილებენ კომიტეტების სხდომების თაობაზე, მეორე თვეა მაჯარიმებენ გაცდენის გამო. ჩემს გარდა არც არავინ დაუჯარიმებიათ. უმრავლესობაში არის პრაქტიკა – ვინც აცდენს იმას ხელს აწერინებენ, რომ ვითომ ესწრებოდა. არსებობს უფლებამონაცვლეობა, მაგრამ მე დამოუკიდებელ დეპუტატს, თან მაჟორიტარს, რომელსაც სხვა საქმეებიც მაქვს, უფლებამონაცვლე ვერ მეყოლება. ეს არის დისკრიმინაციული მუხლი, როცა ფრაქციის წევრი შეიძლება სხვამ შეცვალოს და მე კი ვერავინ მცვლის“.რა თანხით დააჯარიმეს ფოფხაძე არ გვითხრა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა კი განაცხადა, რომ გედევანის ნათქვამი უსაფუძვლოა, რადგან გაცდენების გამო, სხვა დეპუტატებიც დაჯარიმდნენ.გედევან ფოფხაძე დღეიდან „ქართულ ოცნებასთან“ ნებისმიერი სახის ურთიერთობას გამორიცხავს.„საერთოდ საკომიტეტო სხდომაში არ ვაპირებ მონაწილეობას. ოცნებასთან რაიმე ფორმით ურთიერთობას საერთოდ გამოვრიცხავ, სალამსაც აღარ მივცემ. ის პერიოდი, რაც ვიყავი ოცნებასთან ჩემთვის არის ჭუჭყი, რომელიც უნდა ჩამოვირეცხო და სიბინძურესთან არაფერი საერთო მინდა მქონდეს“, – ამბობს დეპუტატი და ამატებს, რომ სხვა კომიტეტშიც რომ იყოს მაინც იგივე მდგომარეობა იქნება: „აპარატი მომართულია ჩემს წინააღმდეგ. თუ უნდათ ჩემი შევიწროება მაინც დამჩაგრავენ, რეგლამენტიც მაგას მოარგეს. უმრავლესობა ყველანაირად კომფორტშია, ნაციონალური მოძრაობა კი ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაშია“.გედევან ფოფხაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება დღეს, 21 ნოემბერს მიიღო.დეპუტატმა მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა უმრავლესობა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. გადაწყვეტილება ფოფხაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მისი და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია