შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის შემდეგ ‘დაბოქლომება’ რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სცადეს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2019
ნინოწმინდასა და ახალქალაქში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის არსენ კარაპეტიანის თქმით, მას ბოქლომის „ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის კაბინეტის კარზე უნდა დაედო.„თვითონვე აქვთ დაბლოკილი, ნინოწმინდაში საკრებულოს მერიის თანამშრომლები დგანან, იცავენ მაჟორიტარის კაბინეტებს“, – ამბობს კარაპეტიანი.უშედეგოდ ცდილობდნენ მერიის შენობაში შესვლას ადიგენშიც. „შესვლა ვერ მოვახერხეთ, დილის ცხრა საათიდან იქ იდგა პოლიციის უფროსი, მოადგილე პოლიციელები, მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები, თანამშრომელი, რას შევიდოდი“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილი.კარაპეტიანიც და პარუნაშვილიც ამბობენ, რომ ისინი კვლავ მივლენ და ცდიან ბოქლომების დადებას: „ავალთ და ბოლოს მაინც დავლუქავთ“.რაც შეეხება ასპინძასა და ბორჯომს, აქ მაჟორიტარის კაბინეტთან არავინ მისულა. „ჩვენი მაჟორიტარი გედი ფოფხაძეა, ის აღარ არის მმართველ გუნდში, ამიტომ ჩვენთან არ ყოფილა არაფერი“, – ამბობს ევროპული საქართველოს ასპინძის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტარიელ ლონდარიძე.დღეს, 22 ნოემბერს, დილით „ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცის შენობაზე ბოქლომის დადება უნდოდათ. „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის წევრებმა კი ამის უფლება არ მისცეს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია