შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თალაკვაძის IQ-ს მქონე პარლამენტის თავმჯდომარე მართლაც შემზარავი ტრაგედია და საფრთხეა"- ჯანგირაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2019

ჟურნალისტი, "ტვ კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მოდი, ერთი წუთით თავი გავანებოთ თალაკვაძის „ტრიუკის“ მორალურ მხარეს და სხვა მხრივ შევხედოთ: ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარის IQ ვერ წვდება იმის გააზრებას, რომ 21–ე საუკუნეში შეუძლებელია დამალო ქვეყნიდან გაძვრომის და შემოძვრომის ფაქტი, მითუმეტეს რომ უკანა გზაზე ორ ოპოზიციონერთან ერთად იმგზავრე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული, პრობლემებით სავსე ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაუდგეს ეგზისტენციალური საფრთხეები და პრობლემები, თალაკვაძის IQ-ს მქონე პარლამენტის თავმჯდომარე მართლაც შემზარავი ტრაგედია და საფრთხეა."- წერს ჯანგირაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია