გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა დასრულებულია, უბრალოდ რაც მეტს ფართხალებს, მეტად გვაზიანებს მთელ ქვეყანას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2019

მწერალი,პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" წევრი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიომდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება:

"არსებობს რაღაც წერტილი, რომლის შემდეგ ხელისუფლებამ რაც უნდა მოიმოქმედოს, ყველაფერი არარაციონალური ხდება და მის წინააღმდეგ მუშაობს. ასეთ სპირალშია შესული ქართული ოცნება. გაუგონარი სიბრიყვეა სამოქალაქო აქტივისტების პატიმრობა ასე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ, მაგრამ იმ გადაგდების შემდეგ სიბრიყვე გაგვიკვირდება? ბიძინა დასრულებულია. უბრალოდ რაც მეტს ფართხალებს, მეტად გვაზიანებს მთელ ქვეყანას, ამიტომ არის დროულად ეს ამბავი დასასრულებელი, თორემ ეკონომიკა რამდენიმე თვეში ნგრევას რომ დაიწყებს და დოლარის ტაბლოებზე 4.0 რომ გამოისახება, მაქედან ამოსვლა გაცილებით რთული იქნება. მოკლედ საკითხი ასე დგას, ან სწრაფად დავასრულებთ და ნაკლებად დავზიანდებით და სწრაფადვე დავიწყებთ ამ რვაწლიანი სიგიჟის შედეგების აღმოფხვრას, ან ეს ყველაფერი ისეთ უკიდურეს წერტილამდე მივა, რომ მაინც ჩვენი დასასრულებელი იქნება, უბრალოდ გაცილებით მეტად დაგვაზიანებს და გაცილებით მეტი დრო დაგვჭირდება შედეგებთან გასამკლავებლად."- წერს ტორესა მოსი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია