შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარის გამო სკოლის ექიმმა მშობელს ყური აუწია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ნოემბერი 2018

ზუგდიდის ერთ-ერთინ სკოლის მოსწავლის მშობელი ამავე სკოლის ექიმს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. სალომე ნანიკაშვილის თქმით, ექიმმა ისინი კრებაზე ბავშვების ჯანმრთელობის და ჰიგიენის თემაზე სასაუბროდ დაიბარა, თუმცა, მათ პოლიტიკური დავალებები მისცა. ექიმმა ყველა მშობელს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რასაც მშობლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

„თქვა, რომ აშკარად მიეცით ზურაბიშვილს ხმა. ამაზე შევეპასუხე, ეს ჩემი არჩევანია, მე ვისაც მინდა იმას მივცემ მეთქი ხმას. რომ დაამთავრა ლაპარაკი, უნდა გამოვსულიყავით და შენ დაბრუნდიო, მითხრა და ზუსტად ასე მომკიდა ხელი და ამიწია აშკარად ყური. მერე ის არ იკმარა, რომ მშობლები იდგნენ, დაბალი დონეო, ესეც მიაყოლა. მერე შევედი ექთანთან, რომელიც იყო იქ და მითხრა, შენ რას აკეთებო, ასწია ხელი ასე და კედელს მიმახეთქა. გინდა თუ არა მიეციო ზურაბიშვილსო ხმაო,“ - აცხადებს მშობელი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია