შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში გუბერნიის შენობის წინ ოპოზიციამ პალმა დააბოქლომა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ნოემბერი 2019

ოზურგეთის საკრებულოს შესასვლელში დიდი რაოდენობით პოლიციის ქვედანაყოფია მობილიზებული და საკრებულოს შენობაში დეპუტატებს არ უშვებდნენ.

დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი,თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, დავით მჟავანაძეს,  ბესო ქათამაძეს და შალვა თავდიშვილსწ სხდომაზე არ უშვებდნენ, 

 ხელისუფლებამ იფიქრა, რომ შეიძლებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული კაბინეტები დაებოქლომებინა, სავარაუდოდ ამიტომაც არ უშვებენ დეპუტატებს შენობაში.

პოლიცია როცა დარწმუნდა რომ დეპუტატებს ტან ბოქლომები არ ჰქონდათ მათ შეშვებაზე დათანხმდა,.

მაგრამ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში, თავს საკრებულოს თანამშრომელი გელა ჭანუყვაძე დაესხა და სიტყვიერი დაპირისპირება ჩოჩქოლსა და აყალ-მაყალში გადაიზარდა,

ამის პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენელმაი, მზია წერეთელი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად გუბერნიის შენობის წინ მდგარ პალმაზე ბოქლომს აკრავდა, დაცვის პოლიციასთან ჭიდილში დაშავდა,

გუშინ “გურიის მოამბე“ წერდას  რომ გუბერნიის შენობის რამოდენიმე კარზე სახელურები იყო ახსნილი, რადგან ოპოზიციას კაბინეტებზე ბოქლომი აღნიშნული მიზეზის გამო ვერ დაადო,ამიტომაც, დემონსტრაციულად,ოპოზიციამ ამ წიუთებში, ადმინისტრაციული შენობის წინ ბოქლომი უზარმაზარ პალმას შემოაკრა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია