შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მარგველაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” თაღლითურ სქემას თავი უნდა დაანებოს და დანაპირები შეასრულოს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ნოემბერი 2019

“ქართულმა ოცნებამ” თაღლითურ სქემას თავი უნდა დაანებოს და დანაპირები შეასრულოს,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას თავისუფლების უფლება არ უნდა წაართვან.

“ქართულ ოცნებას” ჰქონდეს თავისი მოკრძალებული წვლილი, ყველა პარტიას ჰქონდეს და არ მოხდეს 100%-ით ერთი ხელისუფლებისგან მეორისთვის რაღაცის გადაბარება”,-აღნიშნა მარგველაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას შეკითხვა პლებისციტზეც დაუსვეს, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა:

“რაღაც თეორიები, რომლებიც ჩნდება, მოკვარახჭინებული თემები, როგორ გამოძვრე სიტუაციიდან, ამაზე ნუ ვისაუბრებთ. პროპორციული არჩევნები, საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, ვინც მოსწონს, “ქართული ოცნება” თუ “ნაციონალები”, “გირჩი”, “ლელო” თუ ა.შ. აი, ამ მიმართულებით, ამას ჰქვია თავისუფლება.

ბოლო 30 წელია, ქართველი ხალხი სულ ამბობს, რომ ჩვენ თავისუფალი მოქალაქეები ვართ. ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეეები ვართ, ნუ გვიშლით ამაში ხელს… “ქართულმა ოცნებამ” თაღლითურ სქემას თავი უნდა დაანებოს და დანაპირები შეასრულოს”,-განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

მან კახა კალაძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია