სამცხე-ჯავახეთი
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
25 ნოემბერი 2019
საპროტესტო აქცია 19:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ დაიძვრებიან. „30–ზე მეტი ადამიანი მივდივართ აქციაზე. ხელისუფლებამ გადააგდო საქართველოს მოსახლეობა. პროტესტის აზრი ისაა, რომ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, მთავრობამ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ან გერმანული მოდელით, ან სრულიად პროპორციული სისტემით“, – ამბობს ევროპული საქართველოს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გელა დემეტრაძე.„120 კაცზე მეტი წავედით, ცოტახნის წინ 5–6 მიკროავტობუსი წავიდა და ჩვენც უკვე გზაში ვართ“, – გვითხრა "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით ბალიაშვილმა.ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 25 ნოემბერის აქციაზე გუშინ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმსჯელეს. აქციის ორგანიზატორები პარლამენტის შენობის პიკეტირებასაც გეგმავენ. 26 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.საპროტესტო აქციები სლოგანით #სირცხვილია რუსთაველის გამზირზე 14 ნოემბრიდან განახლდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]