სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას გამართავენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ნოემბერი 2019
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 25 ნოემბერის აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მონაწილეები გეგმავენ პარლამენტის შენობის პიკეტირებასაც, სადაც 26 ნოემბერს პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.დღევანდელ საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდებიან. ოპოზიცია ემხრობა სრულად პროპორციულ არჩევნებს, თუმცა შექმნილ სიტუაციაში გამოსავლად ხედავს ე.წ. გერმანულ მოდელს. ეს მოდელი განიხილება სრულიად შესაძლებელ ალტერნატიულ ვარიანტად, რომლის დანერგვასაც არ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია