შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ნოემბერი 2019
დაფინანსება იმ ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობას გულისხმობს.ქალაქის მერიაში არ გვპასუხობენ, ზუსტად რამდენი დასჭირდება ტაძრის დასრულებას, თუმცა ადასტურებენ, რომ 200 ათასი ლარის უდიდესი ნაწილი სწორედ ამაზე დაიხარჯება. „ჩვენი მიზანია, არა მარტო ახალციხის ციხე იყოს ტურისტებისათვის სასიამოვნო საყურებელი, არამედ მთელი ქალაქი. რაც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ეს [ტაძარი] დასრულდეს გავაკეთებთ. მანდ მარტო ეკლესია არ არის, მანდ ინფრასტრუქტურაც არის მოსაწყობი“, - ამბობს ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.კითხვაზე, თუკი მერია თანხის დიდ ნაწილს ერთი მართლმადიდებლურ ეკლესიისთვის დახარჯავს, როგორღა მოახერხებს სხვა რელიგიური კონფესიების ხელშეწყობას, გურამ მელიქიძე გვპასუხობს, - „დაგეგმვით ჯერ არ დაგეგმილა. ამას აქვს თავისი წესი და წესის მიხედვით მოხდება. აუცილებლად უნდა იყოს მიბმული [საკითხი] ინფრასტრუქტურასთან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა ჰქონდეს, რომ აქედან გამომდინარე მოხდეს ამ მუხლიდან თანხის დახარჯვა“. 9 აპრილის ქუჩაზე მშენებარე ეკლესიას ძეგლის სტატუსი არ აქვს. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2009 წელს კერძო პირმა დაიწყო, თუმცა რამდენიმე წელში, მისი გარდაცვალების გამო, სამუშაოები შეჩერდა. მშენებლობის გასაგრძელებლად, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიამ ახალციხის მერიას 100 000 ლარის მოთხოვნით მიმართა. ეპარქიამ 100 000 ლარი პირველად 2015 წელს მიიღო. იმავე ოდენობის თანხით დააფინანსა მერიამ მშენებლობა 2016 წელსაც. 2017 წელს ტაძრის მშენებლობის დაფინანსების საკითხმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. ამის მიუხედავად, ეპარქიას თანხა მაინც გამოუყვეს, თუმცა მოთხოვნილი 100 000 ლარის ნაცვლად, 80 000 ლარი. 2018 წელს, ტაძრის ფასადის დასასრულებლად და ასევე, ტაძრის სახურავის გასაკეთებლად ასევე 100 000 ლარი გაიწერა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ახალციხეში შვიდზე მეტი რელიგიური კონფესიაა. მათგან: მართლმადიდებლური - 60.29%კათოლიკური - 21.02%სომეხთა სამოციქულო - 17.16%იეჰოვას მოწმეები - 0.24%მუსლიმური - 0.06%იუდეური, იეზიდური დ სხვა.„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2017-2018 წლებში, ახალციხის მერიას არცერთი სხვა რელიგიური კონფესია არ დაუფინანსებია. 2018 წლის 15 მარტს, ახალციხის თვითმმართველობას, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, ამავე ეპარქიის შეუფერხებელი მუშაობისთვის, ადმინისტრაციული ხარჯისა და ხელფასის უზრუნველყოფის მიზნით 30 000 ლარით დაფინანსება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ახალციხის მერიაში მაშინ ამბობდნენ, რომ ადმინისტრაციულ ხარჯსა და ხელფასს თვითმმართველობა მათ ვერ დაუფინანსებდა.სხვა უმცირესობების წარმომადგენლებს მერიისთვის დაფინანსების მოთხოვნით არც მიუმართავთ. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია