შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვარხანში ხანძრის შედეგად კაცი დაიწვა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ნოემბერი 2019
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება 19:44 საათზე შევიდა, ადგილზე მისულ ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.შემთხვევის ადგილზე ადიგენის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობდა, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შენობა ხის იყო და ცეცხლი მალე მოედო.გარდაცვლილი სოფელში მარტო ცხოვრობდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ–ის 187 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე,[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია