კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გრემში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს ვერ პოულობენ. მის ცხედარს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. სოფელ გრემში ხანძარს 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი დაშავდა, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, სამივე დაშავებული ერთი ოჯახის წევრია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვაგვარია.

ორსართულიან საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რომელმაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. შემთსხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია