შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩატარდება თუ არა პლებისციტი - ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ნოემბერი 2019

რა ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით - ამ წუთებში  "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა იწყება. სწორედ ამ სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა პოზიციაზე შეჯერდება მმართველი გუნდი. დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ, გუშინ პარტიის ლიდერს შეხვდნენ.

მაჟორიტარმა დეპუტატებმა მედიასთან განცხადებები უკვე გააკეთეს, მათი თქმით, ისინი პარტიის ლიდერთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ, ამის შესახებ ცნობილი გახდება სხდომის დასრულების შემდეგ.

„არ მოვაწერე ხელი პროპორციულ სისტემაზე და მე ვუჭერ მხარს შერეულ სისტემას, რომელიც არის დღეის მოცემულობით. სრულად მაჟორიტარული სისტემა დღის წესრიგში დღეისათვის არ დგას. მე ვფიქრობ, რომ ამაზეც (პლებისციტი) იქნება მსჯელობა“,-განაცახდა შოთა ხაბარელმა.

გავრცელებული ინფორმაციით დღეს „ქართული ოცნების“პარტიის ყრილობაზე პლებისციტის საკითხს განიხილავენ, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ მმართველი პარტიის მაჟორიტარებიც, თუმცა პლებისციტის საკითხზე ცნობილია ოპოზიციის განწყობაც - ისინი თვლიან, რომ ეს ივანიშვილის მიერ სემოტავაზებული კიდევ ერთი ტყუილია და უნდობლობას უცხადებენმ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ ივანიშვილს დათმოვაზე წასვლა სურს, მან გერმანული მოდელი უნდა შემოიღოს.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია