შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ განვითარდა მოვლენები რუსთაველზე - ქრონოლოგია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2019
ფოტო: batumelebi.geრუსთაველის გამზირზე 25 ნოემბერს, საპროტესტო აქცია, „ერთად ერთის წინააღმდეგ“ 19:00 საათზე დაიწყო. მონაწილეები 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდნენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველზე მსვლელობა მოაწყეს. აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა ჩამოართვეს ოთხი სატვირთო მანქანა, რომლებიც შეშითა და საჭირო ნივთებით იყო დატვირთული.დემონსტრანტებმა პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს. მოგვიანებით, პოლიციელებმა დემონსტრანტებს ჩამოართვეს კასრებიც, რომლებიც აქციის მონაწილეების განცხადებით მათ გასათბობად სჭირდებოდათ. პოლიციელების თქმით, კასრების აქციაზე შეტანა „არაკონსტიტუციურია“.აქციის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სალობიე „ბიაში“ ვახშმობდა. დემონსტრანტების ნაწილი სალობიესკენ გაეშურა. „ბიას“ შესასვლელთან უკვე იმყოფებოდა პოლიცია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პოლიციის კორდონის მეშვეობით დატოვა სალობიე. აქციის მონაწილეებმა მას ჯონჯოლი და კიტრის მჟავე მიუტანეს.გასათბობად რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები წრეში ბურთს თამაშობდნენ და ცეკვავდნენ. შევჩენკოს ქუჩაზე დემონსტრანტებმა პუფები მიიტანეს და „შინდლერის“ სიას უყურეს. პარლამენტთან ახლოს პარლამენტის წევრები ევროპული საქართველოდან, თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია დააკავეს, რომელთაც წალამი მიჰქონდათ აქციაზე. დეპუტატები მალევე გაათავისუფლეს, შსს-მ დაკავების ფაქტი არ დაადასტურა.გამთენიის 05:00 საათზე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს.აქციის დაშლიდან რამდენიმე საათის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ გამთენიისას პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად 28 პირი დააკავეს, სამი ადამიანი კი დაშავდა.ერთ-ერთ მოქალაქეს წყლის ჭავლის შედეგად თვალი დაუზიანდა. თვითმხილველების თქმით, მან თვალი თვითონ ჩაისვა. დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებს ედავებიან.საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 26 ნოემბერს, ისევ გაგრძელდა.პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით საპროტესტო აქციები თბილისში ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო. მაშინ ხელისუფლებამ მომიტინგეები ასევე ძალის გამოყენებით დაარბია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.14 ნოემბრიდან აქციები იმავე მოთხოვნით გაგრძელდა. მომიტინგეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. კანონპროექტი 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო. მასალა მომზადებულია batumelebi.netgazeti.ge-ზე დაყრდნობით.[თაკო ფეიქრიშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია