შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმნის ობსერვატორიას კვლავ მაია თოდუა უხელმძღვანელებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2019
მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილება (N 475) ობსერვატორიის სტატუსის ცვლილების შესახებ, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, ძალაში სრულად 24 ნოემბრიდან შევიდა. ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელთა ნაწილი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბებას დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ითხოვდა. ისინი ხელმძღვანელის, კადრებისა და წესდების ცვლილებასაც ითხოვდნენ. მოთხოვნის მიუხედავად, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ში, სახელწოდებით „საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია“ ხელმძღვანელის პოსტს კვლავ მაია თოდუა იკავებს. „ხელმძღვანელის არჩევა კანონით გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მოვალეობის შემსრულებლად დაეტოვებინა იგივე ადამიანი, ვინც იყო ილიას უნივერსიტეტში დირექტორი. ჯობდა კადრები განახლებულიყო, მაგრამ ვნახოთ, იქნებ შეცვალონ მათ არსებული პოლიტიკა“, - ამბობს ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი თეიმურაზ კვერნაძე.მისივე თქმით, თანამშრომელთა გარკეულ ჯგუფს, ხელმძღვანელის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა და იგი სამინისტროს შესთავაზეს კიდეც, თუმცა საბოლოოდ გადაწვეტილება უწყებაში მიიღეს. დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ, ობსერვატორიაში რეორგანიზაცია დაიწყო, მათ ახალი საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცონ და ახალი წესდებით იხელმძღვანელონ. თეიმურაზ კვერნაძე მიიჩნევს, რომ ეს გარდამავალი პერიოდია და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, დაახლოებით ექვს თვეში, ობსერვატორიაში ხელმძღვანელის ასარჩევად არჩევნებიც გაიმართება: „მაქსიმუმ ექვს თვეში უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუმცა მანამდე სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. კონკურსი უნდა გამოცხადდეს, სამეცნიერო საბჭო უნდა შეიქმნას და ამ ყველაფრის შემდეგ, ჩატარდება. იქ კანდიდატურას ჩვენი ჯგუფიც დააყენებს. ეს არის დროებითი, გარდამავალი პერიოდი, რომ კანონის მიხედვით დაინიშნოს ნამდვილი დირექტორი“.ამჟამად აბასთუმნის ობსერვატორიას 125 თანამშრომელი ჰყავს, მათგან დაახლოებით 15 თბილისში მუშაობს. რეორგანიზაციის შემდეგ, ისინი კვლავ საკუთარ პოზიციებზე რჩებიან. „იმ ბრძანების მიხედვით, რომელიც გამოიცა, არანაირი გათავისუფლება არ მოხდება და ყველაფერი ავტომატურად გადადის, ყველა რჩება თავის ადგილზე“, - უთხრა ობსერვატორიის ხელმძღვანელმა მაია თოდუამ „სამხრეთის კარიბჭეს“. ამავე თემაზე ნახეთ - ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია