სამცხე-ჯავახეთი
ახალციხეში 8 ქუჩას წყალი შეუწყდა - დაზიანებულია სასმელი წყლის ცენტრალური მილი
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
26 ნოემბერი 2019
ახალციხის ცენტრალური პარკის ქვეშ გამავალი მილი დღეს, 26 ნოემბერს დაზიანდა. წყალი ცენტრალურ პარკში, ფილებზე ამოდიოდა. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გვითხრეს, მილი „დაჟანგებულია და გატეხილია“.„ახალციხეში დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიის გამო დაზიანდა 150 მმ თუჯის მილი, წყლის წყვეტა 13:00 საათიდან დაიწყო“, – გვითხრეს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]