გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2019

27 ნოემბრიდან-2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია ქ. სტრასბურგში, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიმართება. საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგს ვიზიტით ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში 26 ნოემბერს პრესკონფერენცია გაიმართება; ასევე 26 ნოემბერს გავრცელდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია და მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიდეო მიმართვა.

​აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია