შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაშინგტონ პოსტი- საქართველო დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ წერტილშია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2019

კიდევ ერთი ვრცელი სტატია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ - პუბლიკაციას ვაშინგტონ პოსტში" „ამერიკის ხმის" ქართული ბიუროს ჟურნალისტი აქვეყნებს. ანი ჩხიკვაძე წერს, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ წერტილშია და ეს არ არის მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ ყოფნის საკითხი.

„შეერთებული შტატების ძლიერი მოკავშირის, საქართველოს ბედი ერწყმის უფრო დიდ კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსეთის რეგიონალური გავლენის წარმატებით შეზღუდვა საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა ივანიშვილზე წნეხი შეინარჩუნონ. მათ არ უნდა დაუშვან რომ კიდევ ერთი ოკუპირებული, რეგიონში მოსკოვის რევიზიონისტული ამბიციების ჩაშლის საქმეში მოკავშირე ქვეყანა კრემლის ხელში ჩავარდეს", - ვკითხულობთ სტატიაში.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოლიგარქი-პოლიტიკოსი ივანიშვილი, შეეცადა ურთიერთობების დამყარებას რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

ივანიშვილმა კრემლის მიერ აპრობირებული მეთოდების ადაპტირება მოახდინა საქართველოში. მაგალითად, კრიტიკულ მედიაზე კონტროლის დამყარება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ბიზნესის შევიწროება.

ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პრორუსულ პარტიებს. სექტემბერში მან პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაასახელა, რომელიც 2013 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო", - წერს გამოცემა.

როგორც გამოცემა წერს, ივანიშვილი მოსკოვისთვის კომფორტულია.

"ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაის უდიდესი ნაწილის დასავლეთის ორიენტაციას უჭერს მხარს  და რუსეთს, როგორც მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს, ივანიშვილი მოსკოვის მიერ მიჩნეულია, როგორც კომფორტული კანდიდატი.

იგი ცდილობდა რუსეთის ინტერესების დაბალანსებას ვაშინგტონის ინტერესების წინააღმდეგ", - წერს გამოცემა.

Washington Post-ი სტატიის დასასრულს აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დასავლელმა პარტნიორებმა ზეწოლა განახორციელონ ივანიშვილზე, რათა კრემლმა ამ რეგიონში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიოს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია