გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არაფერი დრამატული არ მომხდარა, მითუმეტეს ქუჩაში გამოსასვლელი- ივანიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2019

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების ვერშესრულების გამო დამწუხრებულია, ის აცხადებს, რომ "არაფერი დრამატული არ მომხდარა".

"რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები ემოციურად. მე ვთქვათ მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად, ვიღაც კიდე სხვანაირად.

თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული ქვეყნები, არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი გეგმები. არაფერი დრამატული არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ. მითუმეტეს იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან ქუჩაში ისევ, ეს ქუჩის ოპოზიცია", — განაცხადა ივანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია