გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილი გარემოცვამ შეცდომაში შეიყვანა - დამამაშვიდებელ მედიკამენტებზე მოთხოვნა კი არ გაიზარდა, არამედ,შემცირდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2019

ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს, ტვ „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში ძალიან გახშირებულია დამამშვიდებელი პრეპარატების მოხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ფსიქიკურად, მსოფლიო მასშტაბით, აშლილნი არიან. „ჰოთნიუსმა“ გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გადამოწმება და რამდენიმე აფთიაქს ესტუმრა...

„ფარმადეპოში“ განგვიმარტეს, რომ მომხმარებლები ხშირად ყიდულობენ დამამშვიდებლებს და, მათ შორის, ყველაზე პოპულარული პრეპარატი „ლუმინალია“. „პე ეს პე“-ში კი გვითხრეს, რომ მომხმარებლები უფრო მეტად მცენარეული შემადგენლობის დამამშვიდებელს ყიდულობენ.

ამავე აფთიაქში დამამშვიდებლებზე მოთხოვნის ტენდენციასთან დაკავშირებით განმარტეს, რომ ბოლო დროს კი არ გაიზარდა, არამედ, შეიძლება ითქვა, იკლო მოთხოვნამ დამამშვიდებელ პრეპარატებზე. ასე რომ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს არცთუ გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდეს.  

hotnews.ge/

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია