შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილი: სამწუხაროა, დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა დაზიანდა გუნდი

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2019
ივანიშვილი ამბობს, რომ სწორედ მისი გაკეთებული განცხადება "არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა".„ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი. ეს იყო ჩვენგან, ჩვენი კეთილი ნება, ასე შეიძლება დავარქვათ, იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. 24 ივნისს მე მგონი ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ეს იყო ჩემი ინიციატივა. გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის და არ დავლოდებოდით 2024 წელს. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა დაზიანდა გუნდი. მე ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის საკუთარ სიტყვებს, არამარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანი განიცდის, როცა ის ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, მაგრამ არცერთი პრინციპული არ მახსოვს ჩვენი შვიდწლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა ” – ამბობს ივანიშვილი.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა, ამით დრამატული არაფერი მომხდარა: "არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები და არაფერი დრამატული არ მომხდარა თუ პრაგმატულად შევაფასებთ. მით უმეტეს, იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან დღეს ქუჩაში ისევ ეს ქუჩის ოპოზიცია და აღწერენ, რომ საშინელება მოვახდინეთ და ითხოვენ სამართლიან არჩევნებს”.20–21 ივნისის აქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა აქციების დაწყება თბილისში. 26 ნოემბერს, გამთენიას პოლიციამ საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა. შსს–მ დააკავა 28 პირი, სამი ადამიანი კი დაშავდა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია