შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უწყლობის მესამე დღე - წყალმომარაგების კომპანია ქუჩაში წყალს დაარიგებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2019
„ვერ მოვახერხეთ მილის გამოცვლა, რადგან ადგილი, სადაც დაზიანებაა წყლით ივსება, არ ვიცით საიდან გამოდის. ხომ უნდა დაშრეს წყალი რომ მილი გამოვცვალოთ. წყლის ქვეშ უნდა დაადუღონ მილი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ“, – გვითხრა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერმა ბესო ფილაურმა.მისივე თქმით, დღესვე იმ ქუჩებზე, რომლებსაც წყალი არ მიეწოდებათ, დიდავზიანი მანქანა ჩამოდგება და მცხოვრებლებს წყალს დაურიგებს. „ბრძანება უკვე გაცემულია, ყველა ქუჩაზე მივალ, მივიტანთ ტექნიკურ წყალს და მივაწოდებთ მოსახლეობას“, – ამბობს ბესო ფილაური.მანამდე კი მოსახლების ნაწილი წყალს ყიდულობს, ნაწილი კი მეზობელი ქუჩებიდან ეზიდება.ახალციხეში რამდენიმე ქუჩას წყლით მომარაგება 26 ნოემბერს შეუწყდა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია