შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში ენმ–ს წევრების აშოტ რაისიანისა და მიხეილ აგაბაბიანის ადვოკატის შუამდგომლობით სხდომა შვიდ დეკემბრამდე გადაიდო.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2018
ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას ადმინისტრაციული საქმის მასალები არ გადასცემია. ამ მიზეზით მან სხდომის გადადების მოთხოვნით მოსამართლესთან იშუამდგომლა. გამოსაკვლევი მტკიცებულებები და ვიდეო ფაილები, სადაც პლაკატების ჩამოხევის კადრებია, იაშვილს სასამართლო პროცესზე გადასცეს. მომავალი სხდომა შვიდ დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ექვს მოწმეს დაკითხავს. "ჩვენ პროვოკაციაზე წამოგვაგეს, არ ვართ დამნაშავეები", – ამბობს აშოტ რაისიანი. ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელს აშოტ რაისიანსა და ამავე პარტიის წევრს მიხეილ რაისიანს გამოძიება ბენზინ გამასამრთ სადგურებზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ედავება. მომხდარზე ძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ აშოტ რაისიანი და მიხეილ აგაბაბიანი 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ წევრებთან დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ. დაპირისპირება კი წინა ღამით, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მარტუნ მკოიანის ბენზინ გასამართ სადგურებზე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია