პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოძრაობა "შეცვალეს" და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის წევრებს რკინის კონსტრუქციაზე "სირცხვილიას" დაწერა უნდოდათ, რის საშუალებასაც პოლიციელები არ აძლევდნენ, მაგრამ საბოლოოდ აქტივისტებმა წარწერები პულვერიზატორით მაინც დაიტანეს.
მოძრაობის წევრის თქმით, მათ გაიგონეს თუ როგორ მიიღო ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ბრძანება აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ.
სამართალდამცველები აქტივისტებს ადგილის დატოვებას აიძულებენ.
შეგახსენებთ, დილიდან სამართალდამცველების მიერ ლითონის კონსტრუქციებია განლაგებული ჩიტაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე.
პარლამენტის სხვა შესასვლელებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ მიმდებარე ქუჩები უკვე ჩახერგილი დახვდათ.