შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წილოსანი ივანიშვილზე-ვეთანხმები პრინციპს, რომ აღზრდაში მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2019

“ინტერპრეტაციების საკითხია, მე მოვისმინე დღეს გარკევული ინტერპრეტაციები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით. ჩემთვის პრინციპში ყველა ასპექტი გასაგები იყო და არაერთხელ გვისაუბრია. ის აქცენტები, რაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვადის შეცვლასთან დაკავშირებით გააკეთა, რა თქმა უნდა ვიცი და სრულად ვეთანხმები, ასევე გარკვეულწილად გენდერულ თანასწორობას შეეხო და რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ პრინციპს, რომ ბავშვების აღზრდაში, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველა ევროპული ქვეყნის და ყველაზე კარგად განვითარებული ქვეყნების პრინციპიც სწორედ ესაა, რომ დეკრეტული შვებულებები უფრო ხანგრძლივი იყოს და მშობლებმა შვილებთან გაატარონ დრო, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება გენდერული თანასწორობის პრინციპებს. ”-აცხადებს ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას

წილოსანი დასაქმებაზე ივანიშვილის იდეაზეც საუბრობს და ამობობს,უამრავი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას

“ევროკავშირი არის ქვეყნების ერთობა, სადაც არ არის საზღვრები და ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე გადადის ერთი ქვეყნიდან მეორეში და მსგავსი შრომითი მიგრაცია ხდება და ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც შესაძლებლობა, რაც ევროკავშირმა მოგვცა და ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ უნდა შევქმნათ უამრავი სამუშაო ადგილი. ”-აცხადებს ნინო წილოსანი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია