გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილის აზრით ოზურგეთში არსებული დაპირისპირება "ქართული ოცნებიდან" მერობის პოსტზე სიორიძის კანდიდატად შერჩევამ განაპირობა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2019

"ქართული ოცნების" ლიდერი მიიჩნევს, რომ რომ არა ბეგი სიორიძის კანდიდატად დაყენება, ახლა ოზურგეთში დაპირისპირება არჩეულ მერსა და "ქართულ ოცნებას" შორის არ იქნებოდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს განცხადება ივანიშვილმა მას შემდეგ გააკეთა რაც მისი პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა მას მერტან ბრძოლაში დახმარება სთხოვეს.

ივანიშვილმა აქცენტების სიორიძეზე გადატანით მიანიშნა "მისიანებს" რომ მერიც "მისიანია" და ამ ეტაპზე მათ "ჩუმ ჩანაფიქრებს" ასრულება არ უწერია.

ბოლო  ადგილობრივი არჩევნებიდან მოყოლებული როცა სახელისუფლებო კანდიდატი ოზურგეთის მერობის პოსტზე დამოიკიდებელ კანდიდატთან დამარცხდა, ოზურგეთში ერთი შეხედვით უჩვეულო მდგომარეობაა.

აგერ უკვე ორი წელია მმართველი პარტია ადგილობრივ ხე;ისუფლებას, კონკრეტულად ოზურგეთის მერს კოტე შარაშეიძეს უპირისპირდება.

თავის მხრივ თავად მერიც ადგილობრივი "ოცნების" ლიდერებთან კონფრონტაციას არ ერიდება თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არა ამ ხარისხში აყვანილი, თუმცა მსგავსი სიტუაციაა, ჯგუფებს შორის დაპირისპირება, მმართველი პარტიის  ყველა რაიონულ ორგანიზაციაში.

" ქართულ ოცნებაში" ისევე როგორც ხელისუფლებაში ძლიუერი კრიზისია და როგორც ჩვენ გვეუბნებიან, სწორედ ამ დაპირისპირებული მხარეებს შორის დაახლოებას, ანუ კრიზისის, თუ არა განმუხტვას ადგილებზე, არამედ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დაცხრობას ისახავდა მიზნად, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სასტუმრო "პარაგრაფში" დაწყებული ციკლი, რომლის ფარგლებშიც ის "ქართული ოცნების" ადგილობრივ აქტივისტებს შეხვდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის მწირი რესურსის გამო, ხელისუფლება ცდილობს შიდა დაპირისპირებაში მონაწილე არცერთი მხარე არ დაკარგოს და აქედან გამომდინარე, ის არჩევნებამდე ვერც მერაბ ჭანუყვაძის დაჯგუფებას შეელევა და არც ოზურგეთის მერთან მეგობრობას შეწყვეტს.

სწორედ ამ პოლიტიკით იყო ნაკარნახევი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან, როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, დახურულ შეხვედრაზე გააკეთა, რომ ოზურგეთში არსებული დაპირისპირება, "ქართული ოცნების" მიერ, ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე, ოზურგეთის მერის პოსტზე საზოგადოებისათვის მიუღბელი კანდიდატის, ბეგი სიორიძის დასახელება იყო.

ივანიშვილის მიერ ყველაფრის ბეგი სიორიძეზე გადაბრალებით, ცხადი ხდება, რომ მიუხედავად ადგილობრივი "ოცნების" აქტივისტების ზეწოლისა, ის ოზურგეთში არც მერს შეელევა და არც მის მთავარ ოპონენტს შიდასახელისუფლებო დაპირისპირებაში - მერაბ ჭანუყვაძეს.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია