შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების ინიციატივას ამ წუთისათვის 10 ხელმომწერი ყავს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2019
მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი  ფინანსური სახსრების და მიწის ნაკვეთის გამოყოფისთვის ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად ოზურგეთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს ბიუროს პეტიცით მიმსინრე წლის 18 ნოემბერს მიმართეს.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ოზურგეთში არ არსებობს სააფლაო ან სასაფლაოს ნწილი,  რომელიც განკუთვნილი იქნება საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისტვის, რომ გარდაცვალების შემდეგ პატივი მიაგონ ოზურგეთში მოღვაწე ხელოვნების, კულტურის და საზოგადო მოღვაწეებს, ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ გმირებს და სხვა გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს.

საკრებულომ პეტიცია 19 ნოემბერს, დილის 10 საათზე დაარეგისტრირა და ამ დროისათვის მას მხოლოდ 10 ხელმომწერი ყავს.

ელექტრონულ პეტიციაში  http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/21 მონაწილეობის მიღება ნებისმიერ 18 წელს გადაცილებულ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში, 19 დეკემბრის ჩათვლით, შეუძლია.

თუ პეტიციის ავტორებმა 325 ხმის ან მეტის დაგროვება შეძლო (მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 0,5%), მაშინ ის შესასრულებლად დაეწერება ან მუნიციპალიტეტის მერიას, ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივ კმისიას.

საბოლოოდ ჯერჯერობით არ არის გარკვეული ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების გადაწყვეტილებას (შესაბამისი ხმების დაგროვების შემთხვევაში) მერია მიიღებს თუ საკრებულო.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია