შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყვარელში ინოვაციური სტარტაპების ბანაკი გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2019

ყვარელში ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის გაიხსნა. ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

ოთხდღიანი „ბუთქემფი“ მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბანაკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება-დიზაინი, მათემატიკა) შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რათა მათ უკეთ შეძლონ კარიერის დაგეგმვა და აქტივობები მიმართონ STEM-თან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებზე სამუშაოდ.

,, ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 30 სტუდენტი მონაწილეობს, რომლებიც ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამებიდან შეირჩნენ.

„ბუთქემფის“ ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების, STEM-თან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევებისა და კორპორაციული თუ სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესახებ. ლექციები ძირითადად დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის, ინტერნეტის, ფინტექის საკითხებს. ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.

ბანაკის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი და ფაბლაბ ილიაუნი აქტიურად იმუშავებს სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ პროდუქტად გარდასაქმნელად.

ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის ოთხ დღეს გაგრძელდება“, – განაცხადეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია