შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სტოლტენბერგი: რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართ განხორციელებულ აგრესიაზეა პასუხისმგებელი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2019

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაცვა გააძლიერონ. სტოლტენბერგის განცხადებით, 2024 წლისთვის ნატო თავდაცვის ხარჯებს 400 მილიარდი დოლარით გაზრდის. მისივე თქმით, ეს ალიანსის წევრ ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. გარდა ამისა, სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, რუსეთის შეირაღების გაძლიერების საკითხს მეტი ყურადღება მიაქციონ. 

იენს სტოლტენბერგმა დეტალურად წარმოადგინა წევრი ქვეყნების მიმდინარე წლის ანგარიში, რომლის თანახმად, თავდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯები 4.5 პროცენტითაა გაზრდილი. სწორედ ამას მოითხოვდა ევროპის ლიდერებისგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ალიანსის დაფინანსების შემცირებას აპირებს. გავრცელებული ცნობით, ამერიკა ნატო-ს კოლექტიურ ბიუჯეტში ფულად შენატანს 22%-დან 16%-მდე შეამცირებს. პენტაგონის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ დანაზოგს შეერთებული შტატები ევროპაში სხვა პროგრამებს მოახმარს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაშიც.

"რუსეთი ევროპაში შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების პრინციპებს არღვევს. ის აგრძელებს ისეთი რაკეტების განლაგებას, რომლებიც ევროპის ქალაქებს რამდენიმე წუთში მიაღწევენ. ვხედავთ რუსეთს, რომელიც მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზეა პასუხისმგებელი. ვგულისხმობ საქართველოსა და უკრაინას. ასევე, რუსეთს ნებართვის გარეშე სამხედრო ძალები ჰყავს მოლდოვაში. რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედება არ გვინახავს. მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნატო-მ თავდაცვის გაძლიერება განაგრძოს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია