კახეთი
სოფელ ნუკრიანში სიძემ 61 წლის სიმამრი მოკლა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 დეკემბერი 2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 61 წლის მამაკაცი მოკლეს.
61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა სიძემ სავარაუდოდ
„გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში მიაყენა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე
მოხდა.
"მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა.
ქმარი მას ემუქრებოდა, რომ მამას მოუკლავდა", - აცხადებენ
ადგილობრივები.
მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ სიმამრი მოკლა, წარსულში
ძალადობისთვისაა ნასამართლევი. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა
მოახერხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.