სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მომვალ სეზონზე ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში ვეღარ ითამაშებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 დეკემბერი 2019
სეზონის ბოლო ტურის მდგომარეობით, „ბორჯომმა“ სატურნირო ცხრილის მეცხე ადგილი დაიკავა. წესების თანახმად, ის ორი გუნდი, რომლებიც ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებს, უფრო დაბალ ლიგაში გადაინაცვლებს. “ბორჯომთან” ერთად მესამე ლიგას ქედის საფეხბურთო კლუბი, „ბეთლემი“ გამოეთიშა. პირველ და მეორე ადგილზე გასული კლუბები „მერანი“ და „სამგურალი“ მომავალ სეზონს უფრო მაღალ, მეორე ლიგაში შეხვდებიან. სეზონის განმავლობაში, 36 მატჩში 12 მოგებით, 21 წაგებითა და სამი ფრედ ნათამაშები მატჩით ბორჯომმა 39 ქულა დააგროვა, რაც ლიგაზე დარჩენისთვის საკმარისი არ აღმოჩდა. [რობი ზარიძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია