შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 დეკემბერი 2019
ხანძარი დღეს, პირველ დეკემბერს გამთენიისას მოხდა. ცეცხლი ყარათუბანში მცხოვრებ ზაალ კუბლაშვილის სახლში გაჩნდა და მეზობლად მცხოვრებ ფირუზ კუბლაშვილის საცხოვრებელზე გადავიდა.„დილის შვიდის ნახევარზე უკვე ვხედავდი ცეცხლს მეორე სოფლიდან. სანამ დავრეკე ყველგან და ადგილზე მივედი, სახანძო მისული იყო. ეს ორი სახლი ძალიან ახლოს იდგა ერთმანეთთან, ფაქტობრივად, ერთი კედელი ჰყოფდა. ძველი სახლებია, მაგრამ შიგ ცხოვრობდნენ“, - ამბობს მერის წარმომადგენელი გორგულის ტერიტორიულ ორგანოში, ზოია გახოკიძე.მისივე თქმთ, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა: „სადაც ცეცხლი გაჩნდა, ამ სახლში მარტო ცხოვრობს ჯანმრთელობის პრობლემის მქონე კაცი. მეზობლებთან რომ მოვიკითხე რამ გამოიწვია ხანძარი-მეთქი, მითხრეს, რომ ამ კაცს დილამდე ტელევიზორი აქვს ხოლმე ჩართული. ეტყობა, რომ ჩაეძინა ტელევიზორი დარჩა და კაბელი გადახურდა“.ხანძრის ჩაქრობას სოფელში ექვსი სახანძრო ჯგუფი ცდილობდა: „იყო საშიშროება, რომ მესამე სახლზეც გადასულიყო, მაგრამ გადავარჩინეთ“, - ამბობენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. სოფლის რწმუნებულის თქმით, ორივე ოჯახს დასახლებაში სხვა სახლებიც აქვთ, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა მათ მაინც დაეხმარება. ადიგენის მერიის ინფორმაცი ხანძრის შედეგებს სპეციალური კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც გადაწყდება რა ტიპის დახმარებას მიიღებენ კუბლაშვილები.[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია