გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინო ლომჯარია ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საარჩევნო კანონპროექტს ეუთო/ოდირს გადაუგზავნის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2019

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთო/ოდირს ოპოზოციის შემუშავებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის მოდელს გაუგზავნის. სახალხო დამცველის თქმით, ეუთო/ოდირი მოთხოვნის შესაბამისად, კანონპროექტს პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ გაგზავნის.

"ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს აქტიური კონსულტაციები ეუთო/ოდირთან, პირადად შევხვდი ეუთო/ოდირის პრეზიდენტს, ასევე ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს" — განაცხადა ნინო ლომჯარიამ

3 დეკემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ქართული მოდელის კანონპროექტს სახალხო დამცველს გადაუგზავნის. სწორედ სახალხო დამცველს შეუძლია მისი მექანიზმის გამოყენებით ეუთო/ოდირს კანონპროექტის შეფასებისათვის მიმართოს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელზე გადასვლა მას შემდეგ შესთავაზა, რაც პარლამენტმა 2020 წლისათვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, გერმანული მოდელის შემოღება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს. საპირისპირო ამტკიცებს მმართველი გუნდი, მათი აზრით გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია