შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ხულოში - "ოცნების" აგრესიულმა აქტივისტებმა ოპოზიციას ცოცხები დაახვედრეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2019

ხმაურია ამ წუთებში ხულოში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან. ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებს ადგილზე "ქართული ოცნების" აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირიპირებას.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"ანზორ ბოლქვაძემ საარჩევნო სისტემაში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა, ბიძინა ივანიშვილის მონაა"- აცხადებს აქციის მონაწილე.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია