შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" დეპუტატებისაგან 450 ლარის დაბრუნებას ითხოვს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2019

"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია, "ქართული ოცნებიდან" ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატ როზეტა სკამკოჩაიშვილს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და პარტიისაგან მიღებული საზღაურის - 450 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ეს ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე დაპირისპირებისას გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაცინალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბი როზეტა სკამკოჩაიშვილის საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული.

"თავად ქალბატონმა როზეტამ, რომელიც მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორი იყო, გასამრჯელოს სახით 450 ლარი მიიღოს "ნაციონალური მოძრაობიდან" დღეისათვის კი  "ქართული ოცნების" დეპუტატია და ჩვენს "გასამართლებას" ითხოვს, აღსანიშნავია, რომ მე, ადამიანს რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში 2013 წელს შევედი, ადამიანები რომლებიც პარტიაში 2012 წლამდე იყვნენ, "იმ ცხრა წლის" მოგონილ ბრალდებებს მიყენებენ" ამბობს მჟავანაძე და მოქმედი "ქართული ოცნების" დეპუტატების ქმედებას ამორალურს უწოდებს.:

"არაფერს ვამბობთ კიდევ იმაზე, რომ შტაბის განთვსებისათვის მან ორჯერ სამასი, ჯამში 600 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი ასევე 450 ლარი რომელიც ასევე კოორდინატორი იყო" აცახდებენ პარტიაში.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია