შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის პარკის თანამშრომლები ‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2019
ფოტოები კონცერტიდან რედაქციას პარკის თანამშრომლებმა გამოუგზავნესორ დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კვირეულის გახსნაზე, ბორჯომის პარკის თანამშრომლები მიკროავტობუსით წავიდნენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ თანამშრომლებს წასვლა ადმინისტრაციაში დაავალეს. „ბრძანება იყო გამგეობიდან რომ უნდა წამოხვიდეთ ყველაო და ჩვენს წავედით. ერთ მარშუტკაში ვისხედით ყველა. რომ არ წავსულიყავი სამსახურს დავკარგავდით. კონცერტი იყო და იმის გულისთვის ვიყავით“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.ზოგი მათგანი ამბობს, რომ კონცერტზე იყო, თუმცა შემთხვევით: „მე უბრალოდ ვიყავი თბილისში, გავიარე 15-20 წუთი მოვინახულე ბიჭები [თანამშრომლები] და მერე ისევ დავბრუნდი“. იმ ფაქტს, რომ კონცერტზე პარკის თანაშმრომლები იმყოფებოდნენ, ცენტრალური პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც გვიდასტურებენ. ამბობენ, რომ თანამშრომლები მიკროავტობუსით წავიდნენ, თუმცა ვისი ორგანიზებით - არ იციან: „ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, ჯობია დირექტორთან დარეკოთ“.ბორჯომის პარკის დირექტორი, კოტე კუჭუხიძე კი ამბობს, რომ თბილისში თანამშრომლების კონცერტზე წასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „მე არ ვარ ქალაქში და რამდენადაც ვიცი, არ იყვნენ წასულები. ჩვენი ორგანიზებით, რა თქმა უნდა, არ მომხდარა წასვლა. აქ იყვნენ სამსახურში ჩვეულებრივად. თავისთვის თუ ვინმე წავიდა, არ ვიცი“. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უარყოფენ, რომ პარკის თანამშრომლები თბილისში მათი ორგანიზებით წავიდნენ.„ორი დღე მივლინებაში ვიყავი და დღეს გამოვედი, თუმცა მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეცოდინეობდა", – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.„საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ – „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კვირეული თბილისში, ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმო კონცერტით გუშინ, ორ დეკემბერს გაიხსნა. ახალგაზრდული კვირეულის ინიციატორი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.კვირეულის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’“, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.ფოტოები კონცერტიდან რედაქციას პარკის თანამშრომლებმა გამოუგზავნეს[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია