სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში ახლი მულტიფუნქციური სკამები დადგეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2019
ახალი მულტიფუნქციური სკამები, რომელებიც მზის ენერგიაზე იმუშავებს, ძირითადად ქალაქის ცენტრში არსებულ სკვერებშია განთავსებული. აღნიშნული სკამებით ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს ყველაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღება, ასევე მობილური ტელეფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების დატენვა უსასყიდლოდ შეეძლებათ.მულტიფუნქციური სკამების შეძენის ინიციატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი იყო შესაბამისად შესაძენი თანახაც ადგილობრივმა მუნიცპალიტეტმა გამოყო. გვითხრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში.ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ „მსგავსი სკამების შეძენას,მომავალშიც გეგმავენ, რადგან მოსახლეობაში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია“. ბორჯომის სკვერში ოთხი სკამი ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სოლარტია ჯგუფმა“ დადგა. მერიამ კომპანიას ამისთვის 42 432 ლარი გადაუხადა, აღნიშნულ თანხაში შედის სამი წლის ინტერნეტის საფასურიც.[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია