სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2019
არქივირა ტიპის დახმარებას გასცემენ ხანძრის შედეგად დაზარალებული ზაალ და ფირუზ კუბლაშვილებისთვის, ადიგენის მერიაში ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, დაზარალებულებს თვითმმართველობა ნამდვილად დაეხმარება, თუმცა ჯერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან შესაბამისი დასკვნა უნდა მოვიდეს, სადაც ხანძრისა და ზარალის შესახებ იქნება ნათქვამი.„ყოველთვის ასე ხდება. ჯერ მოდის ოქმი, რომ ნამდვილად მოხდა ხანძარი და დაიწვა სახლი და შემდეგ უკვე მერია ახდენს რეაგირებას. სახანძროს ამისათვის დოკუმენტის გამოგზავნის ვადა აქვს, ერთ დღეში გაგზავნის ვალდებულება არ აქვს“, - აცხადებენ მერიაში. კითხვაზე, თვითმმართველობისთვის ხომ ისედაც ცნობილია, რომ ხანძარი მოხდა, მერიაში გვპასუხობენ, რომ დახმარების განსაზღვრა მხოლოდ დასკვნის საფუძველზე ხდება. ადიგენის სოფელ ყარათუბანში ხანძარი პირველ დეკემბერს მოხდა. ცეცხლის შედეგად, მეზობლად მცხოვრები ზაალ და ფირუზ კუბლაშვილების საცხოვრებელი სახლები მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მის ჩაქრობას ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი ცდილობდა. [თაკო ფეიქრიშივლი, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია