შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლუიზა ვინტონი- ველოდებით, რომ დაპირება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, შესრულდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2019

მნიშვნელოვანია, რომ პირობა იყო გაცემული და ჩვენ ველოდებით, რომ ეს დაპირება შესრულდება, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ჟურნალისტებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მისცემს წარმოჩენის საშუალებას, რაც დადებითი მოვლენაა. იყო დაპირება, რომ მოხდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება და ჩვენ ველოდებით, რომ ეს პირობა შესრულდება“,-განაცხადა ვინტონმა.

მისივე თქმით, ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო.

„ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. იმედი გვაქვს, რომ ამ მდგომარეობს მოგვარება მოლაპარაკებების გზით მოხდება“,-განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია