შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ელიზაბეთ რუდი - შეშფოთებული ვართ პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2019

აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში, სწორედ, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად უჭერენ მხარს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში.

„ასევე იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა რუდმა.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებას, რომლის თანახმად, „ხალხი, რომელიც არ მიდის თავისი ნებით, რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ და გავწიოთ ხელისუფლებიდან“, ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ ნებისმიერ ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესების თანახმად.

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-მა დიდი ინვესტიცია ჩადო იმაში, რომ საქართველოში განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესის და წესების თანახმად“, - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია