შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გნებავთ დამხობა დაარქვით და გნებავთ ფრენჩ კანკანი, ივანიშვილი უნდა წავიდეს!"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 დეკემბერი 2019

“დიახსთ, თუ ერთი შეპყრობილი კაცი არჩევნებით წასვლას არ აპირებს, ღიად აცხადებს, რომ თავისი 23%–იანი რეიტინგით 100%–იანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა, თუ აპირებს დაიჭიროს და გაანადგუროს ყველა, ვინც ხელს შეუშლის ძალაუფლების კონცენტრაციაში, თუ უახლოესი ათწლეულები უნდა აპარტახოს ქვეყანა, გააუქმოს სახელმწიფო და შეტენოს რუსეთში, დიახ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მის გასაშვებად. გნებავთ დამხობა დაარქვით, გნებავთ ამოყირავება და გნებავთ ფრენჩ კანკანი. არ გინდათ მეც დამიბაროთ სუსში? სიამოვნებით გეწვეოდით ივანიშვილის სახელობის პორნოსტუდიაში.”

წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ტელეკომპანია "კავკასია"- ს დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია