ღია წერილი საქართველოს ახალგაზრდობას
"მკითხველის მაგიდა"
ბრძენს უთქვამს ,,ვაი იმას, ვინც ერთხელ შეცდებაო’’ ამ ფილოსოფიაში ,,მარცვალი’’ არის, რომელიც კარგი მოვლით აღმოცენდება და მალე ნაყოფსაც მოგვცემს, მაგრამ ეს ისე სხვათა შორის არ მოხდება, აქ ყველას და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო.
თუ უფიქრია ვინმეს იმაზე, რომ არ იქნა და ვერ მონახა ქართველებმა ის დამცველი მექანიზმი საუკუნეების მანძილზე, თავისი ფულით დაქირავებული ხელისუფლებას აკეთებინოს საქვეყნო და სახალხო საქმე, ნაცვლად მათი საკუთარი კეთილდღეობისა, როცა ქვეყნის ე.წ პარლამენტში ათობით მილიონერი დეპუტატებია, მილიარდერის დაცვის ქვეშ, კი მაგრამ ყოველივე ამას ადამიანურ ზნეობასთან შეხება აქვს, კანონს რომ თავი გავანებოთ????
ოთხმოცს მიახლოებული გახლავართ (1942 წ) მაგრამ არმახსოვს საქართველოში ყოფილიყოს ღირსეული ხელისუფლება. მხოლოდ ერთხელ, სულცხონებლმა ზვიადიმ მოინდომა პირველი ნაბიჯის გადადმა ხალხის საკეთილდღეოდ, რომელიც ამავე ხალხის მიერ სულელად იქნა შერაცხული და მოკლული, რაზეც პასუხი არავის არ უგია.
კიმაგრამ რა რა ხდება ამ ყველაზე განათლებულ ერად წოდებული ხალხის თავზე????
ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია მთავარი ხალხია, როგორი ხელისუფლების ყოლას მოინდომებს ხალხი, ისეთი ეყოლება, მაგრამ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როცა საქარველოს სერიოზულად არასდროს არ უფიქრია და უბრძოლია ფეოდალიზმიდან ამოსასვლელად.( ჩაიხედეთ ენციკლოპედიაში და დაიმახსოვრეთ ვინ და რა არის ფეოდალი).
წინააღმდეგ შმთხვევაში როგორ უნდა გავიგოთ როცაXIIსაუკუნეში ქვეყანას მართავს ერთი არცთუ ისე საღადმოაზროვნე ადამიანის მსგავსი და ისიც არაფორმალურად????
კი მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ, ყველაფერი სხვა რომ დალაგებული გვქონდეს, ჩვენ ერად სახსენებელი ვართ???? მეტიც „ტომის“ წოდებას ვიმსახურებთ? ტომი ხომ ბელადს ირჩევს და რაც მთავარია უსმენს. იშვიათად, მაგრამ თუ ბელადი მოღალატე დარჩება - ტყვია შუბლში( წაიკითხეთ კ.აგატის და მაინ რიდის შემოქმედება ამერიკელ ინდიელ ტომებზე).
ჩვენ კი მთელი ცნობილი ისტორიის მანძილზე, არც დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება შეგვძლებია და არც მოსმენა. როგორც ვიყავით ისე ვრჩებით ვიგინდარების გავლენის ქვეშ. მათ შორის ე.წ.„კანონიერი’’ქურდები.
ამ ხნის კაცი ვარ და დღემდე ვერ გამიგია თუ რას ნიშნავს კანონიერი ქურდი თუ თუ ქურდია კანონი რაღა შუაშია, თუ თავად კანონია ქურდის მხარეს?!
ჩვენ ხომ დასავლეთიდან ვსესხულობთ ან ვიტაცებთ იმას რაც მოგვწონს, მაგრამ სიტყვა „ მაფია“-ს არ შევეხეთ.რატომ? აგვიკრძალა ვინმემ? პასუხი მარტივია. მაფიას სისასტიკესთან ერთად ბევრი დადებითი რამ გააჩნია, კერძოდ უსუსურთა დაცვა შეტანილია მათ „მორალურ კოდექსში“ რაც ჩვენი ქაჯებისთვის უცხო და მიუღებელია ყოველგვარი მორალური კოდექსისარარსებობის გამო.
სხვანაირად ამ ამაზრზზენი სიტყვის „კანონიერი’’ქურდის ყოვლად ალოგიკური არსებობის ამოხსნა შუძლებელია, მაგრამ საოცრება იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე საზოგადოებისათვის ეს ინსტიტუტი მიღებელია ( თუ აქ მე ვცდები სიტუაციის შეფასებაში, მზად ვარ მოვინანიო კომპეტენტური პირთა, ახსნა-განმარტების შემთხვევაში და როგორც დისიდენტობისათვის სასჯელმოხდილმა ახალგაზრდობაში, თავად ვიქონიოთ პრეტენზია კანონიერ ქურდობაზე. როგორც მსმენია იქ ძალიან ფასობს პატიოსანი ადამიანი) და ბოლოს უმკაცრესი შკითხვა: ასეთი ქვეყანას და ასეთი ხალხი როგორ უნდა იყოს კარგად, ან რატომ უნდა იყოს კარგად???!!!!
დღეს როგორც ვხედავთ ქართველმა ხალხმა გამოიღვიძა მრავალსაუკუნოვანი ძილის შემდეგ. ხელისუფლების დღეები დათვლილია, მაგრამ ვინ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში? მე ვისურვებდი ალ. ელისაშვილს და გიორგი ვაშაძეს. ეს ის ახალგაზრდებია, რომლებიც სიმამრის ტენდერების მოგებაზე ნაკლებად იზრუნებენ სხვა დანარჩენ სიმახინჯესთან ერთად, რაც დღეისათვის გაბატონებულია ქვეყანაში.
რაც შეეხება მ. სააკაშვილის ჩამოსვლას საქართველოში, აუცილებელია, მაგრამ მაღალ ხელისუფლებაშიმხოლოდმრჩეველის რანგში, ვინაიდან მან როგორც პოლიტიკოსმა ვერგაუკეთა სწორი ანალიზი ქვეყნის მომავალი „ფეოდალის“ ივანიშვილის მზაკვრობას....
არ იქნება უადგილო გავიხსენოთ ჟოზეფ ფუშეს შენიშვნა: ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა მასე...“ ანუ პოლიტიკოსს შეილება ეპატიოს კონკრეტული დანაშაულის ჩადენა, მაგრამ არა შეცდომა, რომელსაც ეწირება მილიონობით ადამიანი. როგორც ჩვენ გაგვიჩალიჩა თავისი შეცდომით სააკაშვილმა - ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა წყვდიდადში შეიყვანა.
ასევე ვიმედოვნებ, რომ„ოპოზიცია“ მომავალი ხელისუფლებისათვის გამაღიზიანებელი არ უნდა დარჩეს. მახსენდება გერმანიის ყოფილი კანცლერი ლ.ერხარდის მოგონება წიგნიდან „კეთილდღეობა ყველასათვის“. როცა მან პოსტის გადაბარების დროს სჯაროდ ქედმოხდილმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერს: - „რომ არა ოპოზიციის პრინციპულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ასეთი შედეგები არ გვექნებოდაო“.ხოლო როცა ჩვენს ე.წ.პარლამენტში უხამსო სიტყვების და თავპირისმტვრევის კორიანტელია იქ წილების გადანაწილებისათვის და არა ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობისათვის.
ასე, რომ დრო ამოგვეწურა, დაგვათენდა თავზე. უნდა მოვიცილოთ ეს მძარცველები თავისი ოლიგარქით როგორც ამბობენ: ოლიგარქი - ეს სიფილისია. ნორმალურ ქვეყნებში ამ დაავადებით დიდიხანია აღარ ავადდებიან.
გრამიტო (გერმანე) მამინაშვილი.
ოზურგეთი, ტელ: 551 95-75-22.